განცხადებები და ანონსები

GTUNI-ს შეთავაზებები აბიტურიენტებს: აირჩიე 143 და ისწავლე სემესტრში 900 ლარად

27 იანვარი 2023
  1. აბიტურიენტები, რომლებიც პირველ ნომრად აირჩევენ 143 და ჩაირიცხებიან უნივერსიტეტში, ერთი წლის განმავლობაში ისარგებლებენ შიდა გრანტით და გადაიხდიან მხოლოდ 1 800 ლარს;

  2. აბიტურიენტები, რომლებიც მეორე ნომრად აირჩევენ 143 და ჩაირიცხებიან უნივერსიტეტში, ერთი წლის განმავლობაში ისარგებლებენ შიდა გრანტით და გადაიხდიან მხოლოდ 2 000 ლარს;

  3. ერთი სკოლიდან ჩარიცხულები, პირველ სასწავლო წელს, ისარგებლებენ შიდა გრანტით და გადაიხდიან მხოლოდ 2 000 ლარს;

  4. უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლის პერიოდში დედმამიშვილები ისარგებლებენ შიდა გრანტით და გადაიხდიან მხოლოდ 2 000 ლარს;

  5. ოქროს მედალოსანს და ვერცხლის მედალოსანს ერთი სემესტრის განმავლობაში დაენიშნება სტიპენდია: ოქროს მედალოსანი - 100 ლარი; ვერცხლის მედალოსანი - 80 ლარი;

  6. აბიტურიენტი, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვებს 50, 70 ან 100%-იან სახელმწიფო სასწავლო გრანტს და პირველ ნომრად აირჩევს გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტს – 143, დაენიშნება ყოველთვიური სტიპენდია 100 ლარის ოდენობით.

GTUNI-ს ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ ჩინური, კორეული და იაპონური ენები სრულიად უფასოდ.

ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამები:
  • ბიზნესის ადმინისტრირება (მარკეტინგი, მენეჯმენტი, ფინანსები)
  • ფსიქოლოგია
  • სამართალი
  • ტურიზმი
  • ჟურნალისტიკა

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 598560879