განცხადებები და ანონსები

განსაკუთრებული შეთავაზებები აბიტურიენტთათვის

17 თებერვალი 2021
  1. აბიტურიენტები, რომლებიც პირველ ნომრად შემოხაზავენ 143 და ჩაირიცხებიან უნივერსიტეტში, ერთი წლის განმავლობაში ისარგებლებენ შიდა გრანტით და გადაიხდიან მხოლოდ 1 800 ლარს;
  2. აბიტურიენტები, რომლებიც მეორე ნომრად შემოხაზავენ 143 და ჩაირიცხებიან უნივერსიტეტში, ერთი წლის განმავლობაში ისარგებლებენ შიდა გრანტით და გადაიხდიან მხოლოდ 2 000 ლარს;
  3. ერთი სკოლიდან ჩარიცხულები, პირველ სასწავლო წელს, ისარგებლებენ შიდა გრანტით და გადაიხდიან მხოლოდ 2 000 ლარს;
  4. უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლის პერიოდში დედმამიშვილები ისარგებლებენ შიდა გრანტით და გადაიხდიან მხოლოდ 2 000 ლარს;
  5. ოქროს მედალოსანს და ვერცხლის მედალოსანს პირველივე სემესტრიდან დაენიშნება სტიპენდია. ოქროს მედალოსანი - 100 ლარი; ვერცხლის მედალოსანი - 80 ლარი;
  6. გთსუ-ის სტუდენტს აქვს შესაძლებლობა, უფასოდ, ერთი სემესტრის განმავლობაში, ისწავლოს ევროპისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებში გაცვლითი პროგრამებით;
  7. დასაქმებულ სტუდენტს შეუძლია ისარგებლოს მოქნილი გრაფიკით;
  8. სტუდენტს შეუძლია ისარგებლოს სწავლის საფასურის გადახდის მოქნილი გრაფიკით;
  9. უმაღლესი შეფასების მქონე სტუდენტებს დაენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდია, სემესტრის შედეგების გათვალისწინებით, ერთი სემესტრის განმავლობაში.