განცხადებები და ანონსები

განსაკუთრებული შეთავაზება მობილობით დაინტერესებულ პირთათვის !

10 იანვარი 2018

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ბაკალავრიატი

1. სამართალი;

2. ბიზნესის ადმინისტრირება (მარკეტინგი, ფინანსები, მენეჯმენტი);

3. ტურიზმი;

4. ჟურნალისტიკა;

5. ფსიქოლოგია.


მაგისტრატურა

1. სისხლის სამართალი;

2. კერძო სამართალი;

3. საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი;

4. საბანკო საქმე;

5. მასობრივი კომუნიკაცია.

მობილობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ელექტრონულ პორტალზე (განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი www.eqe.ge) 2018 წლის 18 იანვრიდან 1 თებერვლის 18:00 საათამდე.

უნივერსიტეტში მობილობის თაობაზე სტუდენტის წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადაა 2018 წლის 06 - 13 თებერვლის ჩათვლით.

მობილობით დაინტერესებულ პირებს გთუნი გთავაზობთ განსაკუთრებულ შეთავაზებას:

განსხვავებული კრედიტების ათვისება მოხდება უფასოდ.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ...

-----------------------------------------------------------------------------

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ტელ: 2 66 15 12; 2 24 65 90; 2 66 23 41; 5(77) 32 17 16

ელ. ფოსტა: info@gtuni.edu.ge

ვებ გვერდი: www.gtuni.edu.ge