განცხადებები და ანონსები

გაეროს ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამა

22 ოქტომბერი 2020

გაეროს ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამა (UN Young Professionals Program - YPP) ყოველწლიური დასაქმების ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული და მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა პროფესიონალების შერჩევას და დასაქმებას გაეროში.

მონაწილეობის კრიტერიუმები:

  • ონლაინ გამოცდები ჩატარდება მონაწილე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აქვთ ბაკალავრის დიპლომი ან გამოცდის საგნის შესაბამისი მინიმუმ 3 წლიანი აკადემიური ხარისხი;
  • განმცხადებლების ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 32 წელს და ისინი თავისუფლად უნდა ფლობდნენ ინგლისურ და/ან ფრანგულ ენებს.

გაეროს საჭიროებიდან გამომდინარე, YPP გამოცდა ტარდება წელიწადში ერთხელ სხვადასხვა მიმართულებით.

2020 წლის საგამოცდო მიმართულებებია:

1) მართვა და ადმინისტრირება;

2) გლობალური კომუნიკაციები;

3) პოლიტიკური ურთიერთობები და ადამიანის უფლებები.

ის კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან განაცხადის წარდგენის, გამოცდებისა და გასაუბრების ფაზებს, მოხვდებიან გაეროს შესაბამის ბაზაში, რომელიც მოქმედია სამი წლის განმავლობაში.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი.

განაცხადის წარდგენა უნდა მოხდეს გაერო-ს დასაქმების პლატფორმის მეშვეობით:

careers.un.org // inspira.un.org

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ: