განცხადებები და ანონსები

სტუდენტური ნამუშევრების გამოფენა: რაკურსი - 2023

12 ივნისი 2023

16 ივნისს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში სასწავლო კურსის „ფოტოგრაფია“ ფარგლებში (ლექტორი - სერგო ედიშერაშვილი, საბაკალავრო პროგრამა „ჟურნალისტიკა“) გაიმართება სტუდენტური ფოტო ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „რაკურსი - 2023“.

გამოფენაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უნივერსიტეტის სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებს.

ექსპოზიცია გაიმართება უნივერსიტეტის ფოიეში.

გამოფენის გახსნა: 12:00 საათი.