განცხადებები და ანონსები

ERASMUS +: გაცვლით პროექტში მონაწილეობის მსურველები შერჩეულია!

7 ოქტომბერი 2016

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში დასრულდა სამართლის და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტების სტუდენტთა ERASMUS + პროგრამის ფარგლებში ინჰოლანდის უნივერსიტეტში (როტერდამი, ნიდერლანდები) სწავლის მსურველთა შესარჩვი კონკურსი.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდათ მხოლოდ II-IV კურსის სტუდენტებს.

პროექტის სახელწოდებაა „მობილობა უსდ სტუდენტებისა და პერსონალისათვის“ (Mobility for Learners and Staff-Higher Education Student and Staff Mobility).

პროექტის პარტნიორები არიან ინჰოლანდის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები) და გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი.

კონკურსის შედეგად 2017 წლის 24 იანვიდან როტერდამის უნივერსიტეტში სასწავლებლად მივლინებულნი იქნებიან რუსუდან კობახიძე, გიორგი გალუსტიანი (სამართლის ფაკულტეტი) და ბაია გიგაური, მარიამ ქაჯაია (ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი).