განცხადებები და ანონსები

ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს შეთავაზება სტუდენტებს

9 ოქტომბერი 2018

“ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“ ახორიცელებს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტს „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია თანამშრომლობა და სტუდენტების ჩართვა პროგრამებში.

პროექტის ფარგლებში უსასყიდლოდ გთავაზობთ:

  • ლექტორის/პედაგოგის მომზადებას;
  • ლექტორის/პედაგოგის ჩართვას სხვადასხვა სამუშაო შეხვედრებში;
  • ყველა ლექტორის/მასწავლებლისთვის და მოსწავლისათვის საჭირო რესურსებს და მასალებს;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო შეჯიბრებებში, გამოფენა-გაყიდვებსა და ინოვაციების ბანაკებში მონაწილეობას;
  • სწავლების შესახებ კონსულტაციებს ცხელი ხაზის ტელეფონების მეშვეობით, 0322 383676 და 558 591195;
  • 25 წლამდე ახლაგაზრდების ჩართვას Entrepreneurship Skill Pass (ESP)-ის საერთაშორისო სერტიფიცირებაში.

დაინტერესების შემთხევევაში 2018 წლის 10 ოქტომბრამდე, შეგიძლიათ გადააგზავნოთ მოთხოვნა საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით ელ-ფოსტაზე: juniortrainings@gmail.com ან დარეგისტრირდეთ ბმულზე:https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdj61U6nX6w7z-9wkxtYRQbcvL01 xR2S1l9uIO1w9fyojUYw/viewform

The Entrepreneurial Skills Pass (ESP) არის სამეწარმეო უნარ-ჩვევების სერტიფიცირება ევროპული სტანდარტებით 15-25 წლამდე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, რომლებიც გაივლიან „მეწარმეობის“ პროგრამას და შეიძენენ ისეთ საჭირო უნარ-ჩვევებსა და კომპეტენციებს, რაც დაეხმარებათ მათ საკუთარი ბიზნესის დაწყებასა ან წარმატებით დასაქმებაში.

ტრენინგის ბოლოს „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“ გასცემს კურსის სრულად გავლის საერთაშორისო სერტიფიკატს, რომელიც ცნობადია 123 ქვეყანაში.

Junior Achievement WorldWide არის მსოფლიოში უდიდესი საგანმანათლებლო კლასტერი, რომელიც ფუნქციონირებს 123 ქვეყნაში. მისი მთავარი მიზანია „ახალგაზრდების მომზადება გლობალურ ეკონომიკაში წარმატების მისაღწევად“.