განცხადებები და ანონსები

დიდი ნიკო ნიკოლაძე - წიგნის პრეზენტაცია

23 სექტემბერი 2021

27 სექტემბერს, 14:30 საათზე გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტში გაიმართება წიგნის - ,,დიდი ნიკო ნიკოლაძე“ პრეზენტაცია.

წიგნის ავტორია გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, სამართლის დოქტორი, გენერალი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, პროფესორი გივი ლობჟანიძე.

წიგნი ეძღვნება ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 178-ე წლის იუბილეს.

წიგნი კარგი საჩუქარი იქნება ნიკო ნიკოლაძის ცხოვრება-მოღვაწეობით დაინტერესებული მკითხველთა ფართო წრისათვის.