განცხადებები და ანონსები

ყურადღება, დღეს ნახევარფინალური მატჩია

2 ივლისი 2019

მიმდინარე წლის 22 აპრილიდან საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ატარებს სტუდენტური უმაღლესი ლიგის თამაშებს ფუტსალში საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების გუნდებს შორის.

დღეს, 1 ივლისს, ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდები.

ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართება 19:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში.

ერთად ვუგულშემატკივროთ გთუნის საამაყო ფეხბურთელებს!