განცხადებები და ანონსები

დასაქმების ფორუმი: Career Opportunities Fair 2023

24 მაისი 2023

2023 წლის 16 ივნისს, 13:00 საათზე გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტში გაიმართება დასაქმების ფორუმი: Career Opportunities Fair 2023.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტის პარტნიორი დამსაქმებელი ორგანიზაციები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები:

  • საგანმანათლებლო სფერო;
  • იურიდიული კომპანიები;
  • ტექნოლოგიური დარგის წარმომადგენლები;
  • ტურიზმის ინდუსტრია;
  • ბიზნესი და სტარტაპები;
  • საერთაშორისო ორგანიზაციები ევროპიდან და აზიიდან;
  • ახალგაზრდული საერთაშორისო ორგანიზაციები.

დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/rm7XggwRnppkHctw8

დასაქმების ფორუმში მონაწილეობა თავისუფალია სტუდენტებისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/tUb9PKyVhsHtvJHs5

მისამართი: გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი, სამღერეთის ქუჩა 5.

ელ-ფოსტა: mate.tsulaia@gtuni.edu.ge / pr@gtuni.edu.ge