განცხადებები და ანონსები

დასაქმების ფორუმი 2016

6 აპრილი 2016

„დასაქმების სააგენტო ეიჩარი” გიწვევთ 2016 წლის დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მისაღებად.

ფორუმზე წარმოდგენილი იქნებიან საქართველოში მოქმედი დიდი და საშუალო კომპანიები, რომელთა წარმომადგენლები სტუდენტებს პირისპირ გაესაუბრებიან და აპლიკანტებს საშუალება მიეცემათ წარადგინონ საკუთარი თავი.

დასაქმების სააგენტო „ეიჩარი“ ქმნის ბაზას და აწვდის მას კომპანიებს, რომელიც შემდგომ გამოყენებული იქნება გამოცხადებული ახალი პოზიციების შესავსებად.

შეხვედრაზე დასწრება შეუძლიათ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა თან უნდა იქონიონ რეზიუმეები.

დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგება 2016 წლის 15 აპრილს, 13:00 საათზე, გურამ თავართქილაძის სახელობის კაბინეტში (მეორე სართული).