განცხადებები და ანონსები

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიები - 2021/22

5 თებერვალი 2021

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობამ გამოყო სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისთვის 2021/2022 აკადემიური სასწავლო წლისათვის.

მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:

http://www.csc.edu.cn/studyinchina ან http://campuschina.org, ატვირთონ ყველა მოთხოვნილი საბუთი და დანართში მითითებული დოკუმენტაცია ასლის სახით წარმოადგინონ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (უზნაძის ქ.N52) 2021 წლის 22 თებერვლის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში.