განცხადებები და ანონსები

ჩაერთე გათამაშებაში და მოიგე შენთვის სასურველი პრიზი

31 ივლისი 2021
ჩაერთე გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის გათამაშებაში და მოიგე პლანშეტი, სასწავლო გრანტი, ჩინური ენის კურსი და სხვა პრიზები!

სულ ცოტა ხნის წინ ჩვენი კალათბურთის გუნდი სტუდენტური ლიგის ჩემპიონი გახდა! ამ გამარჯვების აღსანიშნავად აბიტურიენტებისთვის დამატებით გათამაშებას ვატარებთ.

გათამაშების წამყვანია ჩვენი ჟურნალისტიკის პროგრამის კურსდამთავრებული და წარმატებული ბლოგერი მარიამ გველესიანი.

ხარ აბიტურიენტი და გსურს, გათამაშებაში მონაწილეობა? მაშინ დარეგისტრირდი 4 აგვისტოს ჩათვლით და დაარეგისტრირე შენი მეგობრებიც https://cutt.ly/eQfK4xe~

პრიზების მოგება შეუძლიათ მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც 2021 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში იღებდნენ მონაწილეობას.

გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება LIVE რეჟიმში, ,,რენდომაიზერით”, 5 აგვისტოს, 19:00 საათზე.