განცხადებები და ანონსები

ყურადღება: გთავაზობთ სწავლას ინგოლშტატის უნივერსიტეტში

4 მარტი 2021

ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა საყურადღებოდ!

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტისა და ინგოლშტატის კათოლიკური უნივერსიტეტის (Katholische Universität Eichstätt-Ingolstadt გერმანია) თანამშრომლობის ფარგლებში, გთავაზობთ სწავლას ინგოლშტატის უნივერსიტეტში.

სწავლის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი (2021-2022 წლის შემოდგომის სემესტრი).

არსებული თანამშრომლობის ფარგლებში გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ინგოლშტატის უნივერსიტეტში სწავლა უფასოა!

განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა: 2021 წლის 3 მაისი.

დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მმართოთ:

საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილება

პროფ. ინგა დიაკონიძე

ელ.ფოსტა: inga.diakonidze@gttu.edu.ge