განცხადებები და ანონსები

ბილიარდის სტუდენტურ ჩემპიონატში მონაწილეთა რეგისტრაცია იწყება

3 თებერვალი 2020

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინინისტროს მხარდაჭრით, მიმდინარე წლის 10-12 თებერვალს საბილიარდო კლუბ „რიო“-ში ატარებს სტუდენტურ ჩემპიონატს ბილიარდში - სახეობა ,,პული’’(8).

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს უნივერსიტეტიდან არა უმეტეს 4 ვაჟსა და 4 გოგონას.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 6 თებერვალი.


--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

რეგისტრაციის მსურველებმა შეგიძლიათ მიმართოთ სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის განყოფილებას ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე.