განცხადებები და ანონსები

ბილიარდის მოყვარულთა საყურადღებოდ!

23 იანვარი 2019

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინინისტროს მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 6-8 თებერვალს საბილიარდო კლუბ „რიო“-ში ატარებს სტუდენტურ ჩემპიონატს ბილიარდში.

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს უნივერსიტეტიდან 4 გოგონასა და 4 ვაჟს.

რეგისტრაციის მსურველებმა მიმართეთ სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის განყოფილებას ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 1 თებერვალი.