განცხადებები და ანონსები

არჩილ ჯორჯაძე - 150

24 იანვარი 2022

2022 წლის 26 იანვარს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ტარდება სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის არჩილ ჯორჯაძის დაბადებიდან 150 წლისთავს.

კონფერენცია გაიმართება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში.

დასაწყისი: 13:00 საათი.