განცხადებები და ანონსები

ანუკა მახარაძე: ჩინური ახალი წელი - ლეგენდები და ტრადიციები

8 თებერვალი 2021

12 თებერვალს 15 საათზე გაიგეთ საინტერესო ფაქტები ჩინური ახალი წლის - ,,გაზაფხულის ფესტივალის" შესახებ.

სპიკერი: ანნა მახარაძე - სინოლოგი, ხელოვნებათმცოდნე, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის ლექტორი, პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის მაგისტრანტი.

გაზაფხულის ფესტივალი ჩინურ ტრადიციულ დღესასწაულთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. ზეიმი მთელი ჩინეთის მასშტაბით იწყება მთვარის კალენდრის პირველი თვის პირველ რიცხვში და მთავრდება 15 დღის შემდეგ.
ამ ორი კვირის განმავლობაში თითოეულ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა და აღნიშვნის გამორჩეული წესი აქვს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება სანახაობრივი აღლუმები, თეატრალური წარმოდგენები, დრაკონების თვალწარმტაცი ცეკვები და რაც მთავარია, ფოირვერკების შოუ, რომელიც უძველესი დროიდან წარმოადგენს ამ დღესასწაულის განუყოფელ ნაწილს.

შემოგვიერთდით, გაიგეთ მეტი ჩინური ახალი წლის შესახებ ჩვენთან ერთად!
დასწრება თავისუფალია.