განცხადებები და ანონსები

ანაზღაურებადი სტაჟირება საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში

10 აგვისტო 2023

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ (ყოფილი გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისისი სასწავლო უნივერსიტეტი) აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას - საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში.

ძირითადი მოვალეობები და სავალდებულო კომპეტენციები:

  • უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში აქტივობების განხორციელება:
  • პარტნიორი უცხოური უნივერსიტეტების ქსელის შექმნა და გაფართოება. ურთიერთთანამშრომლობის გეგმის შემუშავება და მემორანდუმების გაფორმებაში მხარდაჭერა;
  • საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების, სასწავლებლად გამოცხადებული/არსებული ფონდების, გრანტების, სტიპენდიების და აქტივობების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და სტუდენტების ინფორმირება;
  • საერთაშორისო მივლინებებისა და საქმიანი ვიზიტების ორგანიზება/ განხორციელება;
  • წერილობითი ან ზეპირი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • უცხოენოვანი სტუდენტების მოზიდვის ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური და ქართული ენების მაღალ დონეზე ფლობა (დამატებითი ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
  • საქმიანი კომუნიკაციის მაღალ დონეზე წარმოების უნარი (როგორც ზეპირად, ასევე წერილობით);
  • ძირითადი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (Microsoft Word, Powerpoint, Excel და ა.შ) ;
  • უმაღლესი განათლების სისტემის (როგორც საქართველოს, ასევე ევროპული საგანმანათლებლო სისტემების) შესახებ ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
  • საგრანტო პროექტებში ჩართულობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ეფექტურად მუშაობის უნარი როგორც გუნდთან ერთად, ისე დამოუკიდებლად დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: hr@giu.edu.ge

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.