განცხადებები და ანონსები

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

16 დეკემბერი 2020
17 დეკემბრიდან გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი გთავაზობთ საბაკალავრო პროგრამების გაცნობითი ხასიათის Live შეხვედრების კვირეულს.

• ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი) – 17.12.2020წ. 19:00 საათი;
• სამართალი - 19.12.2020წ. 19:00 საათი;
• ტურიზმი - 22.12.2020წ. 19:00 საათი;
ფსიქოლოგია - 24.12.2020წ . 19:00 საათი;
• ჟურნალისტიკა - 26.12.2020წ . 19:00 საათი.

თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, დაუსვათ შეკითხვები პროგრამის ხელმძღვანელებს და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტში არსებულ საბაკალავრო პროგრამებზე.

ცალკე შეხვედრა დაეთმობა უნივერსიტეტში არსებული ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის ჩინური ენის კაბინეტს, სადაც ინსტიტუტის დირექტორი, ელი ელისაშვილი ისაუბრებს უნივერსიტეტში ჩინური ენის სწავლების, გაცვლითი პროგრამების, კონკურსების, სტაჟირების, დასაქმების და სხვა შემოთავაზებების შესახებ.

• ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი - 23.12.2020წ. 19:00 საათი.

არ გამოტოვოთ, ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს და მიიღეთ პასუხები თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.