განცხადებები და ანონსები

8 აპრილი - სპორტის საერთაშორისო დღე

4 აპრილი 2017

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 8 აპრილს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მართავს სპორტულ შეჯიბრებებს შემდეგ სახეობებში:

  • გარბენი( 3კმ.) - სლოგანით ,,ირბინე შენი გულისთვის";
  • ქუჩის ფეხბურთი.

მსურველები დაგვიკავშირდით საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში ყოველდღე, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

რეგისტრაცია დასრულდება 2017 წლის 6 აპრილს.