განცხადებები
ბრძანება № 01-01/12
1 მარტი 2012
ბრძანება # 01-01/12
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტისადმი
ქ.
თბილისი "01" მარტი
2012 წ.
ფაკულტეტის საბჭოს არჩევნების გამოცხადების შესახებ:
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის, გთსუ–ის წესდების მე–5 მუხლის, უნივერსიტეტის შინაგანაწესის მე–10 მუხლის მე–5 პუნქტის და სამართლის ფაკულტეტის დებულების მე–10 მუხლის შესაბამისად
ვბრძანებ:
-
2012 წლის 1 მარტს გამოცხადდეს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბჭოს არჩევნები.
-
არჩევნების ჩასატარებლად შეიქმანს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
რომან შენგელია – მოწვეული სრული პროფესორი
ვალერი ხრუსტალი – მოწვეული სრული პროფესორი
ლიკა საჯაია – მოწვეული უფროსი მასწავლებელი -
არჩევნების საფუძველზე ფაკულტეტის საბჭოში არჩეული იქნება აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები შემდეგი რაოდენობით: 2 წევრი საჯარო სამართლის კათედრიდან და 2 წევრი კერძო სამართლის კათედრიდან.
-
კონკურსის მონაწილეების რეგისტრაცია იწარმოოს 2012 წლის 1 მარტიდან 12 მარტის ჩათლით ყოველდღიურად შაბათ-კვირის გარდა 10 საათიდან 16 საათამდე. არჩევნები ჩატარდეს 2012 წლის 15 მარტს.
-
აკადემიური პერსონალის წარმომადგენლების კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
-
ეთხოვოს სტუდენტთა თვითმმართველობას აირჩიონ ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობაში 4 წევრი 2012 წლის 15 მარტისთვის.
-
აღნიშნული ბრძანება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და უნივერსიტეტის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.
რექტორი გიორგი მათიაშვილი