განცხადებები
ბრძანება № 01-01/14
1 მარტი 2012
ბრძანება # 01-01/14
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტისადმი
ქ. თბილისი "01" მარტი 2012 წ.
ფაკულტეტის საბჭოს არჩევნების გამოცხადების შესახებ:
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის, გთსუ–ის წესდების მე–5 მუხლის, უნივერსიტეტის შინაგანაწესის მე–10 მუხლის მე–5 პუნქტის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების მე–10 მუხლის შესაბამისად
ვბრძანებ:
-
2012 წლის 1 მარტს გამოცხადდეს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს არჩევნები.
-
არჩევნების ჩასატარებლად შეიქმანს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
მაყვალა კოღუაშვილი – სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;
თავართქილაძე ქეთო – მოწვეული ასოცირებული პროფესორი;
ედნარი გიორგობიანი – მოწვეული ასოცირებული პროფესორი. -
არჩევნების საფუძველზე ფაკულტეტის საბჭოში არჩეული იქნება აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები შემდეგი რაოდენობით: 3 წევრი საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრიდან და 3 წევრი ჟურნალისტიკის კათედრიდან.
-
კონკურსის მონაწილეების რეგისტრაცია იწარმოოს 2012 წლის 1 მარტიდან 12 მარტის ჩათლით ყოველდღიურად შაბათ-კვირის გარდა 10 საათიდან 16 საათამდე. არჩევნები ჩატარდეს 2012 წლის 15 მარტს.
-
აკადემიური პერსონალის წარმომადგენლების კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
-
ეთხოვოს სტუდენტთა თვითმმართველობას აირჩიონ ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობაში 4 წევრი 2012 წლის 15 მარტისთვის.
-
აღნიშნული ბრძანება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და უნივერსიტეტის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.
რექტორი გიორგი მათიაშვილი