განცხადებები

ბრძანება № 01-01/13

1 მარტი 2012

ბრძანება # 01-01/13

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტისადმი

ქ. თბილისი                                                                                                                 "01" მარტი 2012 წ.

ფაკულტეტის საბჭოს არჩევნების  გამოცხადების შესახებ:

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის, გთსუ–ის წესდების მე–5 მუხლის, უნივერსიტეტის შინაგანაწესის მე–10 მუხლის მე–5 პუნქტის და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დებულების მე–10 მუხლის შესაბამისად

ვბრძანებ:

  1. 2012 წლის 1 მარტს გამოცხადდეს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის საბჭოს არჩევნები.
  2. არჩევნების ჩასატარებლად შეიქმანს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
    მამუკა თორია   
    – მოწვეული ასოცირებული  პროფესორი

    დავით კბილაძე
    – მოწვეული ასოცირებული  პროფესორი

    მაია სალია
            – ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე
  3. არჩევნების საფუძველზე ფაკულტეტის საბჭოში არჩეული იქნება აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები შემდეგი რაოდენობით: 2 წევრი ბიზნესის მართვის კათედრიდან, 2 წევრი ფინანსებისა და ეკონომიკის კათედრიდან და 2 წევრი ინფორმატიკის კათედრიდან.
  4. კონკურსის მონაწილეების რეგისტრაცია იწარმოოს 2012 წლის 1 მარტიდან 12 მარტის ჩათლით ყოველდღიურად შაბათ-კვირის გარდა 10 საათიდან 16 საათამდე. არჩევნები ჩატარდეს 2012 წლის 15 მარტს.
  5. აკადემიური პერსონალის წარმომადგენლების კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
  6. ეთხოვოს სტუდენტთა თვითმმართველობას აირჩიონ ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობაში 4 წევრი 2012 წლის 15 მარტისთვის.
  7. აღნიშნული ბრძანება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და უნივერსიტეტის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.


რექტორი                                                                                                                                გიორგი მათიაშვილი