განცხადებები
ბრძანება № 01-01/17
28 მარტი 2011
ბრძანება # 01-01/17
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტისადმი
ქ. თბილისი 28 მარტი 2011 წ.
აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ:
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის, გთსუ–ის წესდების მე–5 მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის კონკურსის ჩატარების წესის 1 მუხლის და აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი #9–ის ამონაწერის საფუძველზე:
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
-
2011 წლის 31 მარტს გამოცხადდეს ღია კონკურსი გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის 4 (ოთხი) წლის ვადით დასაკავებლად, კონკურსის შედეგების დამტკიცების დღიდან.
-
კონკურსის მონაწილეების საბუთების მიღება იწარმოოს 2011 წლის 02 მაისიდან 2011 წლის 18 მაისის ჩათვლით, ყოველდღიურად შაბათ-კვირის გარდა 10 საათიდან 16 საათამდე. კონკურსი ჩატარდება 2011 წლის 21 ივნისს, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საუნივერსიტეტო სააპელაციო კომისიაში 3 დღის ვადაში. კონკურსი დასრულდეს და საბოლოო შედეგები გამოქვეყნდეს 2011 წლის 27 ივნისს.
-
კონკურსის საფუძველზე უნივერსიტეტში არჩეული იქნება 1 აკადემიური პერსონალი: 1 სრული პროფესორი.ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე
ინფორმატიკის კათედრაზე
1 სრული პროფესორი - სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის
დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- სამეცნიერო პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
- მოტივაცია სრული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად (1-2 გვერდზე, AcadNusx - 12, სტრიქონებს შორის 1,5 ინტერვალით);
- დისციპლინის/ების სწავლების კონცეფცია ბაკალავრიატის და მაგისტრატუ-რის დონეების მიხედვით (3-4 გვერდზე AcadNusx - 12, 1,5 ინტერვალით);
- სილაბუსები;
- გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომთა სია და
უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების დედანი ან
კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლი.
სასურველია კონკურსანტმა წარმოადგინოს - ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი
- მისი ხელმძღვანელობით შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამები (საბაკალავრო, სამაგისტრო დონეების მიხედვით)
- სტაჟირების/ტრეინინგების/კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი სერთიფიკატების ასლები.
- ყველა კონკურსანტი ვალდებულია წარმოადგინოს:
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
- ავტობიოგრაფია;
- საქართველოს მოქალაქეობის პირადობის მოწმობა და 2 (ორი) ასლი;
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი (დედანი და ასლი);
- ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით (3X4);
- ცნობა სამსახურიდან შრომის სტაჟის შესახებ ან ამონაწერი შრომის წიგნაკიდან.
- მამაკაცებმა 27 წლამდე უნდა წარმოადგინონ სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი.
- ინფორმაცია კონკურსის შესახებ გამოქვეყნდეს საქართველოს პერიოდულ პრესაში.
- აღნიშნული ბრძანება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და უნივერსიტეტის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.
რექტორი