გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს 2013-2014 სასწავლო წელს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
- საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი;
- საბანკო საქმე;
- რეკრეაციული ტურიზმი;
- კერძო/ბიზნეს სამართალი;
- სისხლის სამართალი;
- მასობრივი კომუნიკაცია.
მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
- 4 ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3X4 და ელექტრონული ვერსია CD ჩაწერილი;
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (2013 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
- ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- წვევამდელის სამხედრო–სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- პირადი განცხადება რექტორის სახელზე, სამაგისტრო პროგრამის მითითებით.
მაგისტრატურის საფეხურზე კურსის სწავლის ღირებულება შეადგენს 2 250 ლარს.
სწავლის წლიური გადასახადის დაფარვა, ხელშეკრულების შესაბამისად, შესაძლებელია ეტაპობრივად, ოთხ ნაწილად.
საბუთების მიღება იწარმოებს 2013 წლის 26 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით, შაბათ–კვირის გარდა, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე.
მისაღები გამოცდები ჩატარდება:
ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი
სპეციალობა
- საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი: 12 სექტემბერი, 10:00 საათი.
- საბანკო საქმე: 11 სექტემბერი, 14:00 საათი.
- რეკრეაციული ტურიზმი: 11 სექტემბერი, 10:00 საათი.
სამართლის ფაკულტეტი
სპეციალობა
- კერძო/ბიზნეს სამართალი: 10 სექტემბერი, 10:00 საათი, N23 აუდიტორია.
- სისხლის სამართალი: 10 სექტემბერი, 14:00 საათი, N24 აუდიტორია.
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
სპეციალობა
- მასობრივი კომუნიკაცია: 13 სექტემბერი, 10:00 საათი, N2 აუდიტორია.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ:
ტელ: (322) 266-15-12
ელ–ფოსტა: info@gttu.edu.ge