ბრძანება # 01-01/02
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტისადმი
თბილისი “25“ იანვარი, 2013 წ.
2012-2013 სასწ/წ გაზაფხულის სემესტრში მობილობის ვადების, ვაკანტური ადგილების და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ:
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის, გთსუ–ის წესდების მე–5 მუხლის, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის 10/ნ ბრძანების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების მე-5 და მე-9 მუხლების, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2013 წლის 23 იანვრის №19 ბრძანების, გთსუ-ის მობილობის დებულების 1 მუხლის, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის, სამართლის ფაკულტეტის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების დეკანების წარდგინებების საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. განისაზღვროს 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვაკანტური ადგილები ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე - 135 ადგილი
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:
- ბიზნესის ადმინისტრირება - (მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები) - 60 ადგილი;
- ტურიზმი - 30 ადგილი.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა:
- საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი - 15 ადგილი;
- საბანკო საქმე - 15 ადგილი;
- რეკრეაციული ტურიზმი - 15 ადგილი.
სამართლის ფაკულტეტზე - 100 ადგილი
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:
- სამართალი - 70 ადგილი.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა:
- სისხლის სამართალი - 15 ადგილი;
- კერძო/ბიზნეს სამართალი - 15 ადგილი.
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე - 30 ადგილი
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:
- ჟურნალისტიკა - 30 ადგილი.
2. განისაზღვროს 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის:
- დოკუმენტების მიღება ფაკულტეტებზე - 18-20 თებერვალი;
- ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენა - 22 თებერვალი.
3. განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
- განცხადება (რექტორის სახელზე);
- სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი (დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით);
4. დოკუმენტების მიღება დაევალოს რექტორის აპარატის უფროსს;
5. უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა კრედიტების აღიარება დაევალოს უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტს სასწავლო განყოფილებასთან შეთანხმებით.
6. ბრძანების უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას.
7. დაევალოს კანცელარიას ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერის დღიდან.
რექტორი გიორგი მათიაშვილი