გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის
აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საკონკურსო კომისიის სხდომის
ოქმი N13
ქ. თბილისი 05 დეკემბერი, 2011 წელი
2011 წლის 05 დეკემბერს შედგა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საკონკურსო კომისიის სხდომა.
სხდომას ესწრებოდნენ:
კომისიის თავმჯდომარის მ/შ.
- გელა ალადაშვილი - გთსუ-ის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი, სრული პროფესორი
კომისიის წევრები:
- შენგელი ფიცხელაური - გთსუ-ის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, სრული პროფესორი
- თემურ ჟღენტი - გთსუ-ის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, სრული პროფესორი
- ვაჟა ხუჭუა - გთსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, სრული პროფესორი
კომისიის მდივანი:
სოფიკო თევდორაძე - გთსუ–ის რექტორის აპარატის უფროსი, ასოცირებული პროფესორი (ხმის უფლების გარეშე).
დღის წესრიგი:
-
აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა (მომხსენებელი, პროფ. გელა ალადაშვილის, კომისიის თავმჯდომარის მ/შ.);
-
კონკურსანტთან გასაუბრება.
დაადგინეს:
-
არჩეულ იქნეს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის (ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი/ბიზნესის მართვის კათედრა) სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე, 4 წლის ვადით (2011 წლის 05 დეკემბრიდან 2015 წლის 05 დეკემბრამდე) ნიკო კვარაცხელია;
-
აღნიშნული გადაწყვეტილება განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე;
-
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში;
-
სააპელაციო ვადა განისაზღვროს სამი სამუშაო დღით კონკურსის ჩატარებიდან;
-
კონკურსი დასრულდეს და საბოლოო შედეგები გამოქვეყნდეს 2011 წლის 09 დეკემბერს.
კომისიის თავმჯდომარის მ/შ: სრული პროფ. გ. ალადაშვილი
კომისიის წევრები:
პროფ. შ. ფიცხელაური
პროფ. თ. ჟღენტი
პროფ. ვ. ხუჭუა
მდივანი: ასოც. პროფ. ს. თევდორაძე