განცხადებები
ოქმი N9
21 ივნისი 2011
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის
აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საკონკურსო კომისიის სხდომის
ოქმი N9
ქ. თბილისი 21 ივნისი, 2011 წელი
2011 წლის 21 ივნისს შედგა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საკონკურსო კომისიის სხდომა.
სხდომას ესწრებოდნენ:
კომისიის თავმჯდომარე
- მაია უკლება-გთსუ-ის რექტორის მოადგილე, სრული პროფესორი.
კომისიის წევრები:
- შენგელი ფიცხელაური - გთსუ-ის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, სრული პროფესორი;
- თემურ ჟღენტი - გთსუ-ის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, სრული პროფესორი;
- თალიკო ჟვანია - გთსუ-ის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის მ/შ., სრული პროფესორი;
- ლალი ჩაგელიშვილი - გთსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, სრული პროფესორი.
კომისიის მდივანი:
სოფიკო თევდორაძე - გთსუ–ის რექტორის აპარატის უფროსი, ასოცირებული პროფესორი (ხმის უფლების გარეშე).
დღის წესრიგი:
- აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა (მომხსენებელი, პროფ. მაია უკლება, კომისიის თავმჯდომარე).
- კონკურსანტებთან გასაუბრება.
დაადგინეს:
-
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნას, 4 წლის ვადით 2011 წლის 27 ივნისად 2015 წლის 27 ივნისამდე კონკურსანტი:
ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე
ინფორმატიკის კათედრაზე
სრული პროფესორის თანამდებობაზე
ვაჟა ხუჭუა; -
აღნიშნული გადაწყვეტილება განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე;
-
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში;
-
სააპელაციო ვადა განისაზღვროს სამი სამუშაო დღით კონკურსის ჩატარებიდან;
-
კონკურსი დასრულდეს და საბოლოო შედეგები გამოქვეყნდეს 2011 წლის 27 ივნისს.