განცხადებები

ყურადღება, უნივერსიტეტში სიახლეა!

7 სექტემბერი 2012

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2012–2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში კინოტელე ოპერატორის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

მსურველებმა  თან უნდა იქონიონ:

– პირადი განცხადება რექტორის სახელზე;
– პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
– 4 ფერადი ფოტოსურათი, ზომა 3x4 (CD  ვერსიით);
– სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი)
– წვევამდელის სამხედრო–სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის).


რეგისტრაცია  მიმდინარეობს ყოველდღე, შაბათ–კვირის გარდა 11:00 საათიდან 16:00 საათამდე.

რეგისტრაციის გავლის ბოლო ვადაა  2012 წლის  29  სექტემბერი.