განცხადებები

ყურადღება, ცხადდება შიდა მობილობა!

2 აგვისტო 2013
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობას.

დოკუმენტების მიღება ფაკულტეტებზე იწარმოებს 2013 წლის 2 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.

მობილობის მხურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  • განცხადება (რექტორის სახელზე);
  • ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით);
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი.



დაწვრილებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ:

თბილისი, სამღერეთის ქ. 5

ტელ:  (995 32) 2 660 291; 2 660 292; 2 661 512.

ელ. ფოსტა: info@gttu. edu.ge

ვებ გვერდი: www.gttu.edu.ge