განცხადებები

ყურადღება, ცხადდება მობილობა!

3 თებერვალი 2014
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს 2013-2014 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრის  მობილობის ვადებს ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის:
 
 
 მობილობის მსურველებმა უნდა  წარმოადგინონ:
 
  • განცხადება (რექტორის სახელზე);
  •  სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი (დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით).
 
 
დოკუმენტების მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის 17 თებერვლიდან 20 თებერვლამდე, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე.                     
 
 დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
 
 ტელ:  2 66 15 12
 ელ. ფოსტა: info@gttu.edu.ge