განცხადებები

ყურადღება: ცხადდება დამატებითი მიღება მაგისტრატურაში!

11 სექტემბერი 2013
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს დამატებით მიღებას 2013-2014 სასწავლო წელს შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

  • საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი;
  • საბანკო საქმე;
  • რეკრეაციული ტურიზმი;
  • კერძო/ბიზნეს სამართალი;
  • სისხლის სამართალი;
  • მასობრივი კომუნიკაცია.



სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  • პირადი განცხადება რექტორის სახელზე (სამაგისტრო პროგრამის მითითებით);
  • ოთხი ფერადი (3X4) ფოტოსურათი და ელ. ვერსია CD-ზე ჩაწერილი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან/და პასპორტის ასლი;
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (2013 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ);
  • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი;
  • ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.


საბუთების მიღება იწარმოებს 2013 წლის 12 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 საათიდან  17:00 საათამდე.


მისაღები გამოცდები ჩატარდება 24 სექტემბერს, 14:00 საათზე.




დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:


ტელ: 2 661 512;  2 246 591.