განცხადებები

ყურადღება: ცხადდება შიდა მობილობა

22 იანვარი 2013

ბრძანება # 01-01/01

 გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტისადმი

თბილისი                                                                                                                 „22“  იანვარი, 2013 .

 

 2012-2013 სასწ/წ   გაზაფხულის სემესტრში  შიდა   მობილობის   ვადების, ვაკანტური   ადგილების და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის  შესახებ:

 

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე–9  მუხლის, გთსუ–ის წესდების მე–5 მუხლის,  გთსუ–ის შინაგანაწესის 44 მუხლის, გთსუ-ის მობილობის დებულების 81 1 მუხლის, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის, სამართლის ფაკულტეტის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების დეკანების წარდგინებების საფუძველზე

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

  1. განისაზღვროს 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობის ვაკანტური ადგილები ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე:

 

ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე - 25 ადგილი

 საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა: 

  • ბიზნესის ადმინისტრირება   -   (მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები)   -   5 ადგილი;
  • ტურიზმი -   5 ადგილი.

 სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა:

  • საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი - 5 ადგილი;
  • საბანკო საქმე - 5 ადგილი;
  • რეკრეაციული ტურიზმი - 5 ადგილი.

 

 

სამართლის   ფაკულტეტზე - 5   ადგილი

 

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:

  • სამართალი - 5 ადგილი.

 

 

 

სოციალურ მეცნიერებათა   ფაკულტეტზე   -  5   ადგილი

 საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:

  • ჟურნალისტიკა - 5 ადგილი.

 

2. განისაზღვროს 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობის ვადები ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის:

 –  დოკუმენტების მიღება ფაკულტეტებზე - 4-8 თებერვალი;

–  კრედიტების აღიარება -11-13 თებერვალი;

–  გადაყვანის შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება - 20 თებერვალი.

 

3. განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა: 

–  განცხადება (რექტორის სახელზე);

–  ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით);

–  ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

–  პირადობის მოწმობის ასლი;

–  გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი.

4. შიდა მობილობის მსურველთა კრედიტების აღიარება დაევალოს უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტს სასწავლო განყოფილებასთან შეთანხმებით.

5. ბრძანების უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას.

6. დაევალოს კანცელარიას ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

 

  ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერის დღიდან.

 

რექტორი                                                              გიორგი      მათიაშვილი