გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული განყოფილება წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომლის ძირითადი ამოცანებია:

  • უნივერსიტეტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ უნივერსიტეტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას მოქმედი კანონმდებლობის დაცვა;
  • ნორმატიული აქტების სწორი და ერთგვაროვანი გამოყენების უზრუნველყოფა;
  • უნივერსიტეტის თანამდებობის პირების მიერ ხელმოსაწერი დოკუმენტების პროექტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება;
  • უნივერსიტეტის წარმომადგენლობა სასამართლოში;
  • შემოსული წერილების, საჩვრების, განცხადებების განხილვა და დასკვნების მომზადება;
  • უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების იურიდიული კონსულტაციით უზრუნველყოფა;
  • უნივერსიტეტის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.

განყოფილება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით, შინაგანაწესით, განყოფილების დებულებითა და უნივერსიტეტში მოქმედი სხვა წესებით.

განყოფილების უფროსი: ნინო ბოჭორიშვილი
ტელ.: (995 32) 2 66-15-12 ( +120)
ელ. ფოსტა: nino.bochorishvili@gtuni.edu.ge