უცხო ენათა ცენტრი

უცხო ენათა ცენტრის ძირითადი დანიშნულებაა, გთუნის ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების და სამართლის ფაკულტეტების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში, მიაწოდოს სტუდენტებს კვალიფიციური ცოდნა შესაბამის უცხო ენაში ევროპის სარეკომენდაციო საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით A1- B2 დონეზე.

უცხო ენათა ცენტრის ამოცანებია:

  • გთუნის სასწავლო პროგრამების მოთხოვნების შესაბამისად, უცხო ენების სწავლებაში თანამედროვე მიღწევებსა და უახლეს მეთოდოლგიაზე დაფუძნებული სასწავლო კურსების მომზადება;
  • საჭიროების შემთხვევაში ახალი სასწავლო კურსების შექმნა, არსებულის კორექტირება;
  • სასწავლო პროგრამის განხორციელებისათვის სახელმძღვანელოების, საკითხავი მასალის, სალექციო კურსების მომზადება/ მოპოვება;
  • უცხო ენის სპეციალისტების პროფესიული ზრდისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელება;
  • პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების უცხოენოვანი სექციის ორგანიზება;

ცენტრის ხელმძღვანელი:

ინგა დიაკონიძე

ტელ.:

(995 32) 266-15-12 +149

ელ. ფოსტა:

inga.diakonidze@gtuni.edu.ge