ორგანიზაციული მენეჯმენტი

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს მოკლე პერიოდში დაეუფლოს მენეჯმენტის ტექნოლოგიებს კომპანიის საქმიანობის ეფექტიანად წარმართვისათვის.

ორგანიზაციული მენეჯმენტის ტრეინინგ კურსი მორგებულია როგორც არაპროფესიონალებზე, ასევე მათზე, ვისაც სურს გაიღრმავოს ცოდნა და აიმაღლოს კვალიფიკაცია მენეჯმენტის კონკრეტული მიმართულებით, რაშიც დაგეხმარებათ ლოგიკური თანმიმდევობით შედგენილი საკითხები ორგანიზაციულ მენეჯმენტში.

კურსის მიზანია კომპანიის ეფექტიანი მართვისათვის მსმენელები დაეუფლონ ორგანიზაციული მენეჯმენტის ტექნოლოგიებსა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, როგორც მომქმედი მენეჯერებისათვის, ასევე მენეჯმენტით დაინტერესებულ პირთათვის

კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • oორგანიზაციული მენეჯმენტის მნიშვნელობა;
  • თანამედროვე მენეჯმენტის თავისებურებანი;
  • ორგანიზაციული სტრუქტურების აგების პრინციპები;
  • ორგანიზაციაში გუნდური მუშაობისა და TIME მენეჯმენტის პრინციპები;
  • სტრატეგიული მენეჯმენტის პრინციპები; სტრატეგიის ფორმირების პროცესი და სტრატეგიული გეგმების შემუშავება;
  • ცვლილებების მართვა და გადაწყვეტილების მიღება;
  • ორგანიზაციის ოპერაციული მართვისა და ხარისხის კონტროლის დანიშნულება და ტექნოლოგია;
  • პროექტების/ღონისძიებების (Event) მართვის პრინციპები;
  • პროექტის/ღონისძიებების (Event) შემუშავება; საპროექტო გუნდი;
  • პროექტისღონისძიებების (Event) ბიუჯეტირება;
  • რისკები; მათი განსაზღვრა და მართვა.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ ორგანიზაციული მენეჯმენტის ყველა დონეზე ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღება; ორგანიზაციის მიზნებისათვის კადრების სწორად შერჩევა და გუნდის ეფექტური მარვა; შედეგებისათვის უფლება–მოვალეობათა დელეგირებისა და ოპერაციული მენეჯმენტის წარმატებით განხორციელება; სწრაფად ცვლად გარემოში სწორი ორგანიზაციული გადაწყვეტილებების მიღება; მიმდინარე და გრძელვადიანი პროექტების/ღონისძიებების(Event) დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;

ტრინინგის დროს გამოიყენება წავლების ინტერაქტიური მეთოდი, ,,CASE STUDY’’, გუნდური მუშაობის, როლური და სიტუაციური თამაშების მეთოდები;

კურსი წარიმართება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის ,, Decision–2000 ‘’–ის გამოყენებით.

ტრეინინგი ჩატარდება კვირაში სამჯერ 2–2 საათი 8 კვირა

ტრეინინგის ღირებულება შეადგენს 300 ლარს;

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის მოქმედებს შეღავათიანი ფასი100ლარი

ტრინინგის დასრულების შემდეგ გაიცემა სკც ,,მომავლის მენეჯერი’’–სა და გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივი, ორენოვანი სერტიფიკატი.

ათკაციანი ჯგუფების შემთხვევაში, ყველა კატეგორიის მსმენელთათვის იმოქმედებს შეღავათიანი ფასი


სააპლიკაციო ფორმა ...