უძრავი ქონების შეფასება

კურსი განკუთვნილია როგორც უძრავი ქონების ბაზრით დაინტერესებულ პირთათვის, რომელთც სურთ გაიღრმაონ ცოდნა, ასევე რეალურ სექტორში დასაქმებულ სხვადასხვა რანგის პროფესიონალთათვის, რომელთაც სურთ მიიღონ ცოდნა უძრავი ქონების შეფასების მიმართულებით.

კურსის მიზანი საკრედიტო, სადაზღვევო და საიჯარო ურთიერთობების, უძრავი ქონების ბაზრის მზარდმა განვითარებამ, საინვესტიციო გარემოს გააქტიურებამ წარმოშვა უძრავი ქონების შეფასების მოთხოვნა. ღირებულების შეფასების ცოდნა გახდა თანამედროვე ბიზნემენის, ფინანსისტის თუ მენეჯერის განუყოფელი ინსტრუმენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე კურსის მიზანია უძრავი ქონების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა, დღეს არსებული ძირითადი მიდგომების დაუფლება, შეფასების მეთოდის სწორად შერჩევა და მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული რეალიზაცია.

კურსი მოიცავს თემატიკას:

  1. უძრავი ქონების შეფასების სტანდარტები;
  2. უძრავი ქონების შეფასების ძირითადი მიდგომები;
  3. შემოსავლების მიდგომა უძრავი ქონების შეფასებაში
  • ფულადი ნაკადების დისკონტირება;
  • პირდაპირი კაპიტალიზაცია;
  • მუდმივი შემოსავლების კაპიტალიზაციის ინვულდის, ჰოსკოლდისა და რინგის მოდელები;
  • გორდონის მოდელი;
4. საბაზრო (შედარებითი) მიდგომა უძრავი ქონების შეფასებაში
  • კაპიტალის ბაზრის მეთოდი;
  • გარიგებების მეთოდი;
  • დარგობრივი კოეფიციენტების მეთოდი;
5. დანახარჯების მიდგომა უძრავი ქონების შეფასებაში
  • წმინდა აქტივების მეთოდი;
  • სალიკვიდაციო ღირებულების მეთოდი;

სწავლების შედეგი: კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ უძრავი ქონების შეფასების სტანდარტები, მიდგომები და შეძლებენ კონკრეტული ობიექტების შეფასებას.

სწავლების მეთოდები: ლექციის მსვლელობისას გამოყენებულ იქნება დიალოგის, დისკუსიის ფორმა. მსმენელი აქტიურად იქნება ჩართული ლექციის პროცესში. ლექციის დროს გამოყენებული იქნება სხვადასხვა სიტუაციური და პრაქტიკული ამოცანები.

კურსის ხანგრძლივობა: 6 კვირა -კვირაში 3 დღე.

ტრეინინგის ღირებულება შეადგენს 300 ლარს;

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის მოქმედებს შეღავათიანი ფასი100ლარი

ტრინინგის დასრულების შემდეგ გაიცემა სკც ,,მომავლის მენეჯერი’’–სა და გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივი, ორენოვანი სერტიფიკატი.

სააპლიკაციო ფორმა ...