საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

ტურიზმის ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები და პროცედურები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, გაწერილია გთუნი-ს სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში, განთავსებულია სასწავლო უნივერსიტეტის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.

ტურიზმის ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის უფლების მოპოვება ხდება:

ჩარიცხვისპირობები:

ტურიზმის ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვთ:

  • სრული ზოგადი განათლების ატესტატის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, ერთიანი ეროვნული გამოცდების (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა (ინგლისური); არჩევითი-სავალდებულო საგნები (ან გეოგრაფია, ან ისტორია ან მათემატიკა) შედეგების (ინგლისურ ენაში მინიმუმ 60 ქულის მიღების) საფუძველზე. დანერთერთი
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტთა მიღება/ჩარიცხვა დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (საქართველოს კანონი ,,უმაღლესი განათლების შესახებ“, მუხლი 52).
  • პროგრამაზე სწავლის აუცილებელი წინაპირობაა B2 დონის ფლობა ინგლისურ ენაში, რომელიც შეიძლება დადასტურედეს შესაბამისი ცოდნის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები და/ან სასწავლო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ტესტირებით ინგლისურ ენაში.
  • სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემდეგ პირი ვალდებულია სასწავლო უნივერსიტეტს წარუდგინოს სრული ზოგადი ან მასთან გათანაბრებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვედებარებულმა პირმა-სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამდადასტურებელი დოკუმენტი.
  • ტურიზმის ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა დასაშვებია სწავლების ერთი აკადემიური წლის დასრულების შემდეგ. მობილობა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის აქტით დამტკიცებული სავალდებულო პროცედურებისა და სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით.

ტურიზმის ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების/თანხმობის საფუძველზე.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზნები:

ტურიზმის ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებია:

  • სტუდენტს ტურიზმის დარგის თანამედროვე მიღწევებზე დაფუძნებული თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები;შესძინოს
  • გაარკვიოს სტუდენტი ტურისტული ინდუსტრიის მმართველობით და დარგობრივ სტრუქტურაში, ბაზრის სამომხმარებლო ღირებულებებში, მიმდინარე ტენდენციებსა და მდგრადი განვითარების პერსპექტივებში;
  • ჩამოუყალიბოს სტუდენტს ტურისტულ საქმიანობაში წამოჭრილ პრობლემებზე ანალიზისა და რეკომენდაციების შემუშავების უნარი;

კორპორაციული ეთიკური ნორმებისა და პასუხისმგებლობის დაცვით გამოუმუშაოს სტუდენტს ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი და ჩამოაყალიბოს ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად კონკურენტუნარიან კადრად.

საგანმანათლებლო პროგრამის შედეგები:

ტურიზმის ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათებლო პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

ცოდნა და გაცნობიერება:

  1. ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებული ბიზნესისა და მენეჯმენტის პრინციპებსა და ადმინისტრირების ფორმებს, სტრატეგიული მართვის სპეციფიკურ მეთოდებს/ხერხებს, ადამიანური რესურსების საქმიანობის სპეციფიკას, ბიზნეს გარემოს მახასიათებლებს, ეკონომიკურ-ფინანსურ, პოლიტიკურ-სამართლებრივ, ისტორიულ, სოციალურ-კულტურულ და ეკოლოგიურ საკითხებს; განმარტავს
  2. აღწერს ტურიზმის, როგორც ბიზნესის სწრაფად განვითარებადი დარგის თეორიულ საფუძვლებს, ტურისტული ინდუსტრიის როლსა და მნიშვნელობას გლობალურ და ეროვნულ ასპექტებში, სტრატეგიული და ოპერაციათა მენეჯმენტის, რისკების და უსაფრთხოების ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიის გამოყენებით;

უნარი:

  1. ტურისტულ-რეკრეაციულ რესურსებს, ტრანსპორტის, განთავსებისა და კვების ინდუსტრიის მომსახურების სახეების კლასიფიკაციას, ეფექტიანი ფუნქციონირების თანამედროვე მიდგომებს, გიდის ხელოვნებას და მომსახურების სპეციალურ პროგრამებსა და ტექნოლოგიებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში. აანალიზებს
  2. აფასებს მისი კომპეტენციის ფარგლებში ტუროპერატორის მართვის ძირითად ასპექტებს და ტურის ფორმირების ინსტრუმენტებს, ტურიზმის სხვადასხვა სახეებს, მათ შორის კულტურულ და ბიზნეს ტურებს;
  3. იყენებს ტურიზმის მარკეტინგის ინსტრუმენტებსა და ტექნიკებს, ტურისტული ბაზრის სტრატეგიების, ტურისტული პროდუქტების, პროექტების დაგეგმვის, შემუშავებისა და რეალიზაციისათვის;
  4. წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად, ტურიზმის სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიმუშავებს ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებებით კვლევით, პრაქტიკული ხასიათის პროექტს თემატურ ამოცანას და/ან ღონისძიებას;
  5. თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო არხებისა და დაჯავშნის სისტემების გამოყენებით, ამუშავებს ტურისტულ პროდუქტს, ზეპირი და/ან წერილობითი კომუნიკაციის საშუალებით;


პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა:

ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე, ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის პრინციპებით, კორპორაციული ეთიკური ნორმებისა და პასუხისმგებლობის დაცვით.

დასაქმების სფერო

ტურიზმი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი ინდუსტრია, მსოფლიოში ყველაზე მსხვილ დამსაქმებელს წარმოადგენს და გამოირჩევა უაღრესად მრავალფეროვანი პოზიციების ფართო არჩევანით. სწავლის პროცესში შეძენილი კომპეტენციების, მიღებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, ბაკალავრს შეუძლია დასაქმდეს ტურისტული ინდუსტრიის სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო სტრუქტურებში და შეასრულოს სპეციალისტის ფუნქციები. კურსდამთავრებულს მცირე საწყისი კაპიტალით, შეეძლება საკუთარი ბიზნესის დაწყება, მათ შორის Start-up პროექტების ფარგლებში. კურსდამთავრებულის დასაქმების შესაძლებლობები:

სახელმწიფო სექტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი; ტურიზმის რეგიონული საინფორმაციო ცენტრები; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო; დაცული ტერიტორიები და ეროვნული პარკები; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები; სტატისტიკის ეროვნული სამსახური და სხვა.

კერძო სექტორი: ტუროპერატურული კომპანიები, ტურისტული სააგენტოები; სასტუმროები (მ.შ. Ho-Re-Ca); კვების ობიექტები; რეკრეაციული ობიექტები; ტურისტული ატრაქციების მართვასა და განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციები; ავიაკომპანიები; სახმელეთო ტრანსპორტის გამქირავებელი კომპანიები; შეხვედრებისა და ღონისძიებების ორგანიზების კომპანიები, მუზეუმები და სხვა.

ტურიზმის სფეროში მოქმედი ასოციაციები: საქართველოს ტურიზმის ასოციაცია; გიდების ასოციაცია; ეკოტურიზმის ასოციაცია; მთის კურორტების ასოციაცია და სხვა.

კურსდამთავრებულმა შეიძლება დაიკავოს შემდეგი პოზიციები: ადმინისტრატორი, მომსახურების გაყიდვის მენეჯერი, ტურაგენტი, მომსახურების ფორმირების სპეციალისტი, მენეჯერის ასისტენტი, ტურების გაყიდვის სპეციალისტი და სხვა.