ცოდნა გაცნობიერება

მისი კომპეტენციის ფარგლებში ბაკალავრი შეძლებს:

  1. ორგანიზაციული ქცევის პრინციპების აღწერას; კონფლიქნების სახეების ააღწერა და განმარტება; ინოვაციების თეორიებისა და მართვის თავისებურებების დეტალურად ჩამოყალიბებას;
  2. კორპორაციული მართვის თეორიული ასპექტებისა და ძირითადი ინსტრუმენტების აღწერას და ახსნას; საგადასახადო ადმინისტრირების თავისებურებების და ძირითადი ელემენტების შეფასებას, სტრატეგიული მართვის პრინციპების ახსნას; მისიის მიზნისა და ამოცანების გამარტებას და აღწერას; სატრატეგიული ალიანსების მნიშვნელობის ახსნას

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება

მისი კომპეტენციის ფარგლებში ბაკალავრი შეძლებს:

  1. ორგანიზაციული ცვლილებების ელემენტებისა და მოდელების შეფასებას; რისკების რანჟირებას და შეფასებას სადაზღვევო მექანიზმის შემუშავეას და კომპანიის საქმიანობის ფინანსური ინსტრუმენტების რეგულირებას.
  2. პროექტების მართვის ძირითადი მიდგომების და მახასიათებლების განსაზღვრას; პრაქტიკული პროექტის შემუშავებას და დემონსტრირებას; ადამიანური რესურსების ოპერატიულ და სტრატეგიულ დაგეგმვას; სტრატეგიის ფორმირებისათვის ცირემასშტაბიანი კვლევის ჩატარებას; მენეჯერული უნარების გამომუშავებას. გუნდის ფორმირებას, მოტივაციისა და სტიმულირების მექანიზმების კონსტრუირებას.

დასაქმების სფერო

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მენეჯმენტში ხარისხის მიღების შემდგომ ბაკალავრის საქმიანობა შეეძლება როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სტრუქტურებში; საქართველოში არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო კომპანიებში, როგორც სამრეწველო, ისე მომსახურების სფეროების ერთობლივ საწარმოებში, სადაზღვევო კომპანიებში, ტურიზმის დეპარტამენტსა და სააგენტოებში,

ბაკალავრის პროფესიული საქმიანობის სფეროა ეკონომიკის რეალური სექტორი, საბანკო სისტემა, ბიზნესი და მეწარმეობა, კომერციული და/ან არაკომერციული ორგანიზაციების ანალიზის, დაგეგმვის, ორგანიზების, მმართველობით გადაწყვეტილებათა მომზადებისა და მიღების პროცესებში მონაწილეობა.

ზემოთ აღნიშნულ სტრუქტურებსა და მათ ქვედანაყოფებშიბაკალავრი შეუძლია დასაქმდეს მართვის, ქვედა ან შუალედურ რგოლში მენეჯერის, მენეჯერის თანაშემწის, პროექტების მენეჯერის და სხვა შესაბამის პოზიციებზე.