ცოდნა, გაცნობიერება

ბაკალავრი მისი კომპეტენციის ფარგლებში შეძლებს:

  1. კონკურენტული სტრატეგიების და მომხმარებელთა ქცევის თავისებურებების აღწერას და შეფასებას; კონკურენციის კლასტერული მოდელის პარამეტრების აღწერას; მარკეტინგის ღონისძიებების განხორციელების თავისებურებების და საჭიროების განსაზღვრას ინდუსტრიულ, სოციალურ და მომსახურების მარკეტინგში გააზრებას; ბრენდის განმასხვავებელი თავისებურებების აღწერას და შეფასებას;
  2. ყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე მოქმედი ფაქტორების აღწერსა; მარკეტინგ-მიქსის პრაქტიკული განხორციელების საბაზისო ტექნოლოგიის აღწერას; ახალ, გაუთვალისწინებელ და მულტიდისციპლინურ გარემოში მოლაპარაკებათა ტაქტიკის და გაყიდვების გარემოსთნ შესაბამისი სტრატეგიის შეფასება/შერჩევას; PR -ის ფუნქციონირების თავისებურებების აღწერას და შეფასებას; რეკლამისა და სტიმულირების სტრატეგიის ძირითად შემადგენლების განსაზღვრას; ლოჯისტიკური გეგმების აღწერას და შეფასებას;

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება

ბაკალავრი მინიმალური მითითებების საფუძველზე შეძლებს:

  1. მარკეტინგული კვლევის ამოცანის დასმა და კვლევის პრობლემის განსაზღვრას; კვლევის ჩატარებას; ბრენდისა და საქონლის პოზიციონირების ეფექტური ფორმების, ხერხებისა და ტაქტიკის შეფასებას და შერჩევას; საზოგადოებასთან ორმხრივი კომუნიკაციების დამყარებას;
  2. საერთაშორისო მარკეტინგული გარემოს შეფასება დისტრიბუციის სტრატეგიის ფორმირება გაყიდვების სტიმულირების ღონისძიებების მომზდება; მომხმარებლებთან და პარტნიორებთან ურთიერთსასარგებლო კომუნიკაციის შექმნას;

დასაქმების სფერო

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მარკეტინგში - ხარისხის მიღების შემდგომ, ბაკალავრს საქმიანობა შეუძლია განახორციელოს ბიზნესისა და ეკონომიკის როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სტრუქტურებში. ბაკალავრის პროფესიული საქმიანობის სფეროა ბიზნესისა და ეკონომიკის რეალური სექტორი, საბანკო სისტემა, სადაზღვევო ორგანიზაციები, ტურიზმის სერქტორი, კომერციული და/ან არაკომერციული ორგანიზაციები. ბაკალავრს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საწარმოთა და მათ ქვედანაყოფთა მარკეტინგულ მართვაში, მარკეტინგული კვლევებში, მარკეტოლოგის/მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტის, თანაშემწის, მარკეტინგის სპეციალისტის, გაყიდვების მენეჯერის და სხვა შესაბამის პოზიციებზე; მონაწილეობა მიიღოს კომპანიის სტრატეგიის განხორციელების, მარკეტინგული გეგმის, მარკეტინგული სტრატეგიებისა და ღონისძიებების შემუშავების პროცესში.

ზემოდ აღნიშნულ სტრუქტურებსა და მათ ქვედანაყოფებში ბაკალავრი შეუძლია დასაქმდეს მარკეტინგის მენეჯერის თანაშემწის, გაყიდვების მენეჯერის, მარკეტინგის სპეციალისტის, ბრენდ მენეჯრის ასისტენტის და სხვა შესაბამის პოზიციებზე;