რექტორის მოადგილე

ქალბატონებო და ბატონებო,

მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება, მოგახსენოთ ჩემი პირადი დამოკიდებულება და ზოგადად უნივერსიტეტის ხედვა საერთაშორისო ურთიერთობებსა და იმ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, რომლის განხორციელებასაც გეგმავს ჩვენი უნივერსიტეტი სხვა უცხოურ უმაღლეს სასწავლებლებთან ურთიერთთანამშრომლობით სამომავლოდ.

საერთაშორისო ურთიერთობები და მოწინავე ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება ჩვენი სასწავლებლის საქმიანობაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ითვლება.

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი ორიენტირებულია მაღალკვალიფიციურ საგანმანათლებლო მომსახურებაზე, რაც ეროვნული და საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოცდილების დაბალანსებით მიიღწევა.

ამიტომაც დაგეგმილი გვაქვს და ვახორციელებთ კონკრეტულ ღონისძიებებს:

  • პარტნიორი უცხოური უნივერსიტეტების ქსელის შექმნა და გაფართოება; ურთიერთთანამშრომლობის გეგმის შემუშავება, მემორანდუმების გაფორმება;
  • ერთობლივი პროგრამების/კურსების შექმნა საბაკალავრო და/ან სამაგისტრო დონეებისათვის;
  • ერთობლივ პროექტებში (მაგ:TEMPUS, ERASMUS-MUNDUS, MATRA, Jann Monet, X-plore და სხვა) მონაწილეობა;
  • საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობა/ორგანიზება ;
  • აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობა/ორგანიზება;
  • მასტერ-კლასების, ტრენინგების ორგანიზება;
  • საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა და/ან ორგანიზება;
  • სტუდენტთა მუდმივი ინფორმირება საზღვარგარეთ სასწავლებლად გამოცხადე­ბული/არსებული ფონდების, გრანტებისა და სტიპენდიების შესახებ.

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი ხელს უწყობს საზღვარგარეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტთა მობილობას.

სწორედ ამიტომ ჩვენი უმთავრესი მიზანია, დავამყაროთ პარტნიორული ურთიერთობები მოწინავე ქვეყნების საგანმანათლებლო დაწებულებებთან, გამოვნახოთ ურიერთსასარგებლო და, რაც მთავარია, სტუდენტებისათვის ცოდნის გაღრმავებისა და შეძენის, ახალი მეთოდების დანერგვის, ხელი შევუწყოთ მომავალში სწორი და რეალური არჩევანის გაკეთების, საზოგადოებაში მათი ადაპტირების საქმეში.

ჩვენი უნივერსიტეტის არსებობის მცირე დროის მანძილზე უკვე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ნიდერლანდების ერთ-ერთ უდიდეს და ცნობილ ინჰოლანდის უნივერსიტეტთან და განხორციელდა კიდეც შემდეგი აქტივობები:

  • ინჰოლანდის უნივერსიტეტის ჰარლემის ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად შემუშავდა ერთობლივი საგანმანათლებლო კურსი – Community Based Tourism (CBT-1,CBT-2); ჰარლემში, ტურიზმის დეპარტამენტის მიწვევითა და დაფინანსებით, აღნიშნულ კურსს გადიან გთსუ-ის წარჩინებული სტუდენტები;
  • მუშავდება ერთობლივი კურსები:Trends in Tourism;
  • ინჰოლანდის, შტენდე­ნისა და ბრედას უნივერსიტეტებთან ერთად (ნიდერლანდები) მუშავდება ერთობლივი კურსი: Tourism Manager - Professional Treining Profile;
  • ინჰოლანდის უნივერსიტეტის როტერდამის მედია კომუნიკაციების სკოლასთან ერთად მომზადდა ერთობლივი კურსები - Corporate Communications;
  • უნივერსიტეტს მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობები აქვს ინჰოლანდის საერთაშორისო პროექტების დეპარტამენტთან და მონაწილეობს TEMPUS, ERAZMUS, X-plore პროექტების მომზადებაში;
  • მიმდინარეობს მოლაპარაკებები ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების თაობაზე უეტინგენის ბიზნესისა და მენეჯმენტის სკოლასთან (შვეიცარია);
  • უნივერსიტეტის ტრენინგ–ცენტრის ბაზაზე ტარდება სწავლებისა და სწავლის თანამედროვე მეთოდებში კვალიფიკაციის ამაღლების კურსები. ტრენინგებს უძღვება ტრენინგ–ცენტრის კონსულტანტი, PUM-ის ექსპერტი პიტერ კატი;
  • უნივერსიტეტის პარტნიორია ოქსფორდის საგამომცემლო სახლი, რომლის ხელშეწყობითაც ინგლისური ენის პედაგოგებისათვის დიდ ბრიტანეთში ტარდება ტრენინგები და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებები; სტუდენტებისათვის კი - ლექცია–სემინარები, რომლებშიც მონაწილეობენ ცნობილი მწერლები და პუბლიცისტები, მაგ. ბილ ბოულერი და სხვანი.
  • უნივერსიტეტს ჰყავს ორი საპატიო დოქტორი: უკე ვან დენ ბრინკი და დიკ ვეინანდსი;
  • უნივერსიტეტი პარტნიორობს სლოვენიის მარიბორის უნივერსიტეტთან TEMPUS-IV პროექტის European Neighbourhood Policy Law and Good Governance-EUNEGO” ფარგლებში;
  • უნივერსიტეტის პროფესორები ჩართულნი არიან საერთაშორისო პროექტებში– TEMPUS (ტურიზმის დარგში) და Jann Monet (ევროპეისტიკა), როგორც კურსების ავტორნი და მკვლევარნი.
  • რეგულარულად ტარდება მასტერ–კლასები სტუდენტებისათვის პროექტების მენეჯმენტში (დოქტორი ჩერეკ ბუსტრა), კორპორატიულ კომუნიკაციებში (დოქტორები უკე ვან დენ ბრინკი,დოქტორი პიტ ფრანსენი), ტურიზმის მენეჯმენტში (დოქტორი დიკ ვეინანდსი, პიტერ კეტი).

საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება, უცხოელი კოლეგების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, სწავლების ახალი მეთოდების გათავისება და ჩვენს რეალობაში მათი გატარება დღესაც აქტუალურ თემად რჩება ჩვენი უნივერსიტეტისათვის და ვფიქრობ, ამ მხრივ აქტივობები კვლავაც გაგრძელდება.


მაია უკლება