ახალი ამბები

გთუნიში დასაქმების აქცია მიმდინარეობს

9 ოქტომბერი 2019

დღეს, 2019 წლის 9 ოქტომბერს, სააქციო საზოგადოება „ნიკორა ტრეიდის“ წარმომადგენლებმა გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში საზაფხულო დასაქმების აქცია მოაწყვეს და გთუნის სტუდენტებს კომპანიაში არსებული ვაკანტური სამუშაო პოზიციები შესთავაზეს.

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და სააქციო საზოგადოებას "ნიკორა ტრეიდს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წელს გაფორმდა და საქმიანობა ურთიერთდახმარების აღმოჩენის გზითა და ერთობლივი ღონისძიებების შესახებ მხარეთა ინიციატივების საფუძველზე ხორციელდება.