ახალი ამბები

გთუნიში დასაქმების აქცია გაიმართა

9 ოქტომბერი 2019

დღეს, 2019 წლის 9 ოქტომბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში „ნიკორა ტრეიდის“ წარმომადგენლებმა დასაქმების აქცია მოაწყვეს და გთუნის სტუდენტებს კომპანიაში არსებული ვაკანტური სამუშაო პოზიციები შესთავაზეს.

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და სააქციო საზოგადოება „ნიკორა ტრეიდს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წლის მაისის თვეში გაფორმდა.

თანამშრომლობა ურთიერთდახმარების აღმოჩენის გზით და ერთობლივი ღონისძიებების შესახებ მხარეთა ინიციატივების საფუძველზე ხორციელდება.