კურსდამთავრებულები და მეგობრები

ელენე მარგალიტაშვილი

ელენე მარგალიტაშვილი

მთავარი არხის დილის გადაცემა  ,,შენი დილა”  - ჟურნალისტი


გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია!

ეს არის ადგილი, სადაც გამჩნევენ; ადგილი, სადაც უკეთესი ადამიანი ხდები; ადგილი, რომელიც თავიდან თითქოს შორი, შემდეგ კი ყველაზე ახლობელია.

სადაც არ უნდა ვისწავლო, რომელი უნივერსიტეტის სახელიც არ უნდა შეემატოს ჩემს ბიოგრაფიას, ყოველთვის, როდესაც კითხვას დამისვამენ, ყველაზე დიდი სიამაყით, სითბოთი და სიყვარულით ვუპასუხებ, რომ მე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის  სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი! 

 


ახალი ამბები

"ხამს მოყვარე მოყვრისათვის . . ."

28 მარტი 2011

რუსთაველის ეს გამონათქვამი ერთგვარ ლაიტმოტივად გასდევდა 2011 წლის 26-27 მარტს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, საქართველოს საპატრიარქოს ფონდისა და საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა „დავითიანნის“ თანადგომით სამების საკათედრო ტაძრის საგამოფენო დარბაზში უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტ ნიკა ყალიჩავას დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას. 

გობელენები, თექაზე შესრულებული სიუჟეტები, ფერწერული თუ გრაფიკული ნამუშევრები და ფოტომასალა ფართო არჩევანის საშუალებას აძლევდა საქველმოქმედო გამოფენაზე მოსულ საზოგადოებას და ახლა უკვე მათ უნდა შეერჩიათ ნამუშევარი და ამით გარკვეული თანადგომა გამოეხატათ ნიკა ყალიჩავასადმი.

საქველმოქმედო აქციაზე, ნიკა ყალიჩავასადმი თანადგომის ნიშნად, ახალგაზრდა პოეტებმა ირაკლი გაფრინდაშვილმა და ბიჭი ივანიშვილმა საკუთარი ლექსები წაიკითხეს.

ზაალ სულაკაური გამოფენა-გაყიდვაზე მოსულ დამთვალიერებლებს კარიკატურაში შესრულებულ ნამუშევრებს სთავაზობდა.

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ამ წამოწყებას საქართველოს ტექნიკური, საქართველოს სამედიცინო, სამხატვრო აკადემიისა და შავი ზღვის უნივერსიტეტების სტუდენტებმაც აუბეს მხარი და გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი საკუთარი ნამუშევრებით ერთგვარი თანადგომა და გულისხმიერება გამოხატეს თანატოლის მიმართ.

გამოფენა-გაყიდვა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლის ფონზე მიმდინარეობდა.

საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხა ნიკა ყალიჩავას დახმარების ფონდში გადაირიცხება.

26 მარტს ნიკა ყალიჩავას 19 წელი შეუსრულდა.

გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ მას!