ფაკულტეტი არის უნივერსიტეტის ძირითადი სასაწავლო-სამეცნიერო ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სწავლების ორივე საფეხურზე სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭებას.

ფაკულტეტის საქმიანობის წესი განისაზღვრება უნივერსიტეტის შინაგანაწესითა და ფაკულტეტის დებულებით.

ფაკულტეტის შემადგენლობაში შიეიძლება შევიდეს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი (კათედრა, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლაბორატორია, კლინიკა, პროგრამული მიმართულება და სხვა) და დამხმარე (ბიბლიოთეკა და სხვა) სტურქტურული ერთეულები, რომელთა შექმნაზე გადაწყვეტილებას იღებს რექტორი.

ფაკულტეტზე ხორციელდება საუნივერსიტეტო უმაღლესი განათლების - ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამები.