სასამართლო კლინიკა


გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასამართლო კლინიკა, სადაც სტუდენტებს, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების, მოწვეული პრაქტიკოსი იურისტების აქტიური მონაწილეობით, ეძლევათ შესაძლებლობა, მოაწყონ იმიტირებული სასამართლო პროცესები როგორც სისხლის, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე.

კლინიკის მიზანია: სტუდენტმა გააცნობიეროს ის თეორიული და პრაქტიკული ხასიათის სირთულეები, რაც ნორმატიულ მასალაზე მუშაობასთან, ცალკეული კატეგორიის საქმეთა სპეციფიკის სწორად გააზრებასთან, მათ განხილვა-გადაწყვეტასთან არის დაკავშირებული; მოქმედი კანონმდებლობის, პრაქტიკის მაგალითების დამუშავება-ინტერპრეტაციით მიაჩვიოს სტუდენტი დამოუკიდებელ და გუნდურ მუშაობას, მოხსენებების დამუშავებას, დისკუსიებში მონაწილეობას,  თეზისების ჩამოყალიბებას.

სასამართლო კლინიკაში დამუშავებული და დანერგილი უნარ-ჩვევების დახმარებით, სტუდენტს უნდა განუვითარდეს სწორი გადაწყვეტილების მიღების, მშობლიურ ენაზე ზეპირი კომუნიკაციის, აუდიტორიის წინაშე თავისუფლად გამოსვლის, დასმულ კითხვებზე სამართლებრივ ნორმაზე დამყარებული, ლოგიკური და დასაბუთებული პასუხის გაცემის, პრობლემის გადასაწყვეტად მიცემული დროის სწორად დაგეგმვა-გამოყენების, ასევე მოსამართლის, პროკურორისა და ადვოკატის პრაქტიკული უნარ-ჩვევები.