უცხო ენათა ცენტრი

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის უცხო ენათა ცენტრი წარმოადგენს გთსუ-ის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომლის ძირითადი დანიშნულებაა, მოემსახუროს გთსუ-ის ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების საბაკალავრო და პროფესიულ პროგრამებს, მიაწოდოს სტუდენტებს კვალიფიციური ცოდნა შესაბამის უცხო ენაში, მოამზადოს ისინი საერთაშორისო სერთიფიკატის მოსაპოვებელი გამოცდებისათვის შესაბამის უცხო ენაშიევროპის სარეკომენდაციო საბჭოს მიერ დადგენილი დონეების მიხედვით B2 დონეზე.

გთსუ-ის უცხო ენათა ცენტრი ეხმიანება უნივერსიტეტის საერთაშორისო სტრატეგიას, მოწოდებულია ხელი შეუწყოს იმ პედაგოგებსა და სტუდენტებს, რომელთაც სურთ აიმაღლონ უცხო ენის ცოდნა, რათა აქტიური მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა გაცვლით და კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებში საზღვარგარეთ. ცენტრი თავაზობს მათ მაღაკვალიფიციურ, სერთიფიცირებულ კურსებს როგორც ადგილობრივად, ასევე საზღვარგარეთ უნივერსიტეტის პარტნიორ დაწესებულებებში. 

უცხო ენათა ცენტრი მუდმივად ნერგავს ინოვაციებს ინგლისური ენის სწავლებაში. აქტიურად თანამშრომლობს ინგლისური ენის სახელმძღვანელოების სხვადასხვა უცხოურ გამომცემლობებთან, ცნობილ ავტორებთან და ტრენერებთან, რომლებიც ჩვენი უნივერსიტეტის ხშირი სტუმრები არიან.

ცენტრის ლექტორ-მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში და ტრენინგ კურსებში.    

ცენტრი აქტიურად მონაწილეობს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. იგი ყოველწლიურად ატარებს ოლიმპიადას უცხო ენაში, სადაც სტუდენტებს  შესაძლებლობა ეძლევათ, შეამოწმონ საკუთარი ცოდნა უცხო ენაში, ისევე როგორც შესასწავლი ენის ქვეყნისმცოდნეობასა და კულტუროლოგიურ ასპექტებში. ცენტრის ლექტორ-მასწავლებლები აქტიურად თანამშრომლობენ  გთსუ-ის სამეცნიერო შრომათა კრებულთან, უზრუნველყოფენ მას კვალიფიციური უცხოენოვანი რედაქტირებით. 



ცენტრის ხელმძღვანელი:

ინგა დიაკონიძე

ტელ.:

(995 32) 266-15-12   +119

ელფოსტა:

inga.diakonidze@gttu.edu.ge