კერძო სამართლის კათედრის მიზნები, ამოცანები

კერძო სამართლის კათედრა წარმოდგენილია საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებით და მისი საქმიანობის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს, საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად, საზოგადოების მოთხოვნების გათვალისწინებით, უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადება, რომლებსაც შეეძლებათ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებით, თეორიული მასალის დამუშავების შემდეგ, ხელშეკრულებების შედგენა, იმიტირებული სასამართლო პროცესების ორგანიზება და მასში აქტიური მონაწილეობა,  კაზუსებისა და ტესტების დამოუკიდებლად შედგენა და ამოხსნა; ექნებათ შესაბამისი ცოდნა, რათა შეძლონ, კერძო სამართლის სფეროში, შედარებითი ანალიზის გაკეთება და საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბება, ასევე იმ  სიახლეების ათვისება და პრაქტიკაში დანერგვა, რომლებიც კერძო სამართლის ნორმების საფუძველზე საქმის სასამართლო განხილვასთანაა დაკავშირებული.

კერძო სამართლის კათედრა ზრუნავს, შეუქმნას სტუდენტებს ისეთი პირობები, რომელიც მათ  მისცემს საშუალებას, პრაქტიკული საქმიანობის განხორციელებისას, წარმატებით გამოიყენონ  საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობები.