ბიზნესის მართვის კათედრა

ბიზნესის მართვის კათედრა უზრუნველყოფს ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებულ სასწავლო პროცესს.

ეფუძნება რა უნივერსიტეტის მისიასა და სტრატეგიას, კათედრის მიზანია, უზრუნველყოს სწავლების პროცესში თანამედროვე ევროპული ფორმებისა და მეთოდების დანერგვა, რომელიც ძირითადად პრაქტიკული უნარ–ჩვევების რეალურად გამოყენებაზეა ორიენტირებული.

კათედრის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ითვლება სტუდენტთა სამეცნიერო და ანალიტიკური კვლევის უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობა, სტუდენტთა ჩართულობა ადგილობრივი თუ საზღვარგარეთის უმაღლესი სასწავლებლების საუნივერსიტეტო აქტივობებში, გაცვლით პროგრამებში, საერთაშორისო კონფერენციებში; სტუდენტებისათვის კრეატიული და კრიტიკული აზროვნების გამომუშავება, რათა ცვალებად გარემოში შეძლონ სწორი, არგუმენტირებული გადაწყვეტილებების მიღება და როგორც საჯარო, ასევე კერძო ბიზნეს სტრუქტურების ეფექტიანი მართვა.

კათედრა მუდმივად ნერგავს სწავლებისადმი ინოვაციურ მიდგომებს, ფორმებსა და მეთოდებს სტუდენტთა პროფესიულ და კარიერულ ზრდაში.